ჩვენს შესახებ
შპს "ტმედი" დაფუძნებულია 2009 წელს, კომპანია დაფუძნების დღიდან აცნობიერებს, რომ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია შეიძლება იყოს ეკონომიური. აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით და ვაკეთებთ აქცენტს ისეთ ბრენდებზე როგორიცაა: Olympus - ენდოსკოპიური აპარატურა, Medicop - სამედიცინო აირების სისტემები და გაყვანილობა, BMT (MMM Group) - სტერილიზაცია, Deltronix - ელექტრო ქირურგიული მოწყობილობები. შპს ტმედი არის კომპანია Olympus - ის ერთადერთი ოფიციალური სერვის წარმომადგენელი საქართველოში. ასევე მხოლოდ ჩვენი კომპანია ასრულებს სამედიცინო აირების გაყვანილობისა და სისტემების მონტაჟს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, მხოლოდ ევროპული მილით, რომლის კედლის სისქეც განსხვავებით ჩვენი კონკურენტებისა 1 მმ-ია. კომპანიაში ფუნქციონირებს სერვის სამსახური, ჩვენი მაღალკვალიფიციური ინჟინრები ოპერატიულად ახდენენ სამედიცინო აპარატურის როგორც დიაგნოსტიკას, ასევე შეკეთებას. შპს "ტმედი" თავის კლიენტებს და მომხმარებლებს სთავაზობს 1 დან 7 წლამდე გარანტიას. ამის საშუალებას გვაძლევს ჩვენი პროდუქციის უდავოდ მაღალი ხარისხი და მეგობრული ურთიერთობა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან.
ყველა უფლება დაცულია. © 2012 `` ტმედი ``